ნაციონალური გავლენა – ბარსელონას ახალი მაისური აქვს 

“ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში სათამაშოდ მეოთხე ფორმა წარადგინა.

ესპანეთის ჩემპიონების ახალი მაისურები კატალონიის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ფერებშია შექმნილი.

“ნაიკის” მიერ შექმნილი ეკიპირება ყვითელი ფერისაა და წითელი, დიაგონალური ზოლები ერთვის.

ცნობილია ისიც, რომ “ბარსელონა” ამ სეზონში საკმაოდ ბევრ შეხვედრაში ახალ ფორმას გამოიყენებს, არაა გამორიცხული ეს პროცესი ავტონომიური მხარის იდენტობას და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების მხარდაჭერას გამოხატავდეს.

ნაციონალური გავლენა – ბარსელონას ახალი მაისური აქვს 

სტატიის ავტორი
-