ნეგრედო: “დავიდ სილვა სიტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია”

ესპანელმა ფეხბურთელმა ალვარო ნეგრედომ “მანჩესტერ სიტის” მოთამაშეებზე კომენტარი გააკეთა.

ნეგრედოს თქმით, დავიდ სილვა “სიტის” ისტორიაში საუკეთესოა.

“სერხიო აგუერო ძალიან მიყვარს, ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ დავიდ სილვა სიტის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა”.

ალვარო ნეგრედო “სიტიში” 2013-15 წლებში თამაშობდა. “ქალაქელთა” მაისური მან 49-ჯერ მოირგო და 23 ბურთი გაიტანა. მისი თანამემამულე დავიდ სილვა კი მანჩესტერულ კლუბში 2010 წლიდან თამაშობს და ერთ-ერთი ლიდერია. ნეგრედოს და სილვას ერთად ეროვნულ ნაკრებშიც აქვთ ნათამაშები.

 

ნეგრედო: “დავიდ სილვა სიტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია”

სტატიის ავტორი
-