ნიდერლანდები რუსეთისა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებთან თამაშს არ აპირებს

ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის კავშირმა დაადასტურა, რომ მათი ნაკრები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ არ ითამაშებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნიდერლანდები აქტიურ კონტაქტშია სხვა ქვეყნების ფედერაციებთან, ასევე უეფასთან და ფიფასთან.

დღეს ფიფამ და უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან ჩახსნა.

ფიფას გადაწყვეტილებამდე, ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებმა განაცხადეს, რომ მათი ნაკრებები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში თამაშს არ აპირებენ.


ნიდერლანდები რუსეთისა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებთან თამაშს არ აპირებს

სტატიის ავტორი
-