- როგორი იქნება ნიუკასლის ახალი პროექტის სატრანსფერო პოლიტიკა?
- როგორ შეხვდნენ ნიუკასლის გულშემატკივრები გუნდის ახალ მმართველებს | VIDEO
რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ნიუკასლს” ახალი მფლობელები ჰყავს. საუდის არაბეთის წარმომადგენელი საინვესტიციო ფონდი მალე “კაჭკაჭებს” სრულუფლებიანად გადაიბარებს და ცვლილებესაც დაიწყებს.
იქამდე, ვიდრე “ნიუკასლში” რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, ბრიტანულ მედიაში არაერთი ვერსია ჩნდება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს კლუბი და რომელი მთავარი ფიგურები ჩაიბარებენ გუნდს.
“ნიუკასლში: დაწყებულ წმენდას პირველი მსხვერპლი მოჰყვა – ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, სტივ ბრიუსმა პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. “ნიუკასლის” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კლუბის მესვეურებსა და სტივ ბრიუსს შორის შემდგარი ერთობლივი შეთანხმების შედეგად, ინგლისელმა სპეციალისტმა “ჯორდების” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
კლუბის ოფიციალურ მოხსენებაში სტივ ბრიუსის ღვაწლს ხაზი აქვს გასმული – “ნიუკასლის” წარმომადგენლებმა კლუბისათვის გაწეული შრომისთვის 60 წლის ბრიუსს მადლობა გადაუხადეს.
#NUFC can confirm that Steve Bruce has left his position as head coach by mutual consent.
The club would like to place on record its gratitude to Steve for his contribution and wishes him well for the future.
— Newcastle United FC (@NUFC) October 20, 2021
ბრიუსის შემცვლელის მოსვლამდე “ნიუკასლს” გრემ ჯონსი გადაიბარებს. ჯონსის სამწვრთნელო შტაბში ოთხი დამხმარეა და მათი პირველი გამოცდა “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ შედგება.