ნონა გაფრინდაშვილი: “ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ვგულშემატკივრობ”

XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი და ლეგენდარული მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტს ასახელებს.

“ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ვგულშემატკივრობ, თუმცა “ბარსელონა” რომ მონაწილეობდეს, ჩემს სიმპატიებს “ბარსელონა” გადაწონიდა”, – აცხადებს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.

ცნობისთვის, ქართული სპორტის ვარსკვლავსა და გროსმაისტერს 3 მაისს, 80 წელი შეუსრულდა.

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ნონა გაფრინდაშვილის ამჟამინდელი ფავორიტი კლუბი, “მანჩესტერ სიტი” დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდება.

ნონა გაფრინდაშვილი: “ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ვგულშემატკივრობ”

სტატიის ავტორი
-