ნუნუ მენდეში მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს

ორშაბათს საღამოს, ურუგვაისთან მატჩის პირველ ტაიმში, მენდეშმა მოედანი ბარძაყის არეში ტკივილის გამო დატოვა. ფეხბურთელის ემოციიდან გამომდინარე, ნათლად ჩანდა, რომ დაზიანება საკმაოდ მძიმე იყო.

პორტუგალიური პრესის ცნობით, “პსჟ-ს” მარცხენა მცველი სამხრეთ კორეასთან მატჩში მის გუნდს ვერ დაეხმარება. მენდეშის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ სიახლეები არც თუ ისე დამამშვიდებელია. ნუნოს სწორედ იმ ტრავმამ შეახსენა თავი, რომლის გამოც ოქტომბერში სამი კვირა გამოტოვა.


ნუნუ მენდეში მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს 1

პორტუგალიის ნაკრების სამედიცინო პერსონალს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა ინფრომაცია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს.

პორტუგალიელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული მატჩი 2 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

ნუნუ მენდეში მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-