UEFA-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, “არსენალი” “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო “მეთოფეების” მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. დამატებით დროში, 113-ე წუთზე ობამეიანგმა მასპინძლები დააწინაურა თუმცა 120-ე წუთზე იუსეფ ელ არაბიმ “არსენალის” კარი აიღო და “ოლიმპიაკოსს” მომდევნო ეტაპის საგზური მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ ობამეიანგს “არსენალის” გადარჩენა დამატებით დროში შეეძლო მაგრამ დაახლოებით 4 მეტრიდან გოლის გატანა ვერ მოახერხა.
![ობამეიანგი: "თავს ძალიან, ძალიან ცუდად ვგრძნობ" 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2020/02/Untitled-45.png)
“ასეთი რამ ხდება ხოლმე მაგრამ არ ვიცი რა დამემართა, არ ვიცი კარს როგორ ავაცილე. ძალიან დაღლილი ვიყავი თუმცა ეს არ მაძლევს თავის მართლების საშუალებას. თავს ძალიან, ძალიან ცუდად ვგრძნობ”, – აღნიშნა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა.