ობლაკმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოს” კიპერმა იან ობლაკმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი კონტრაქტის თანახმად მადრიდელების მეკარე გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, იან ობლაკმა 203 თამაშიდან 115 შეხვედრა გოლის გაშვების გარეშე დაასრულა. მიმდინარე სეზონში კი მას მხოლოდ 21 გოლი აქვს გაშვებული 32 მატჩში.

 

 

ობლაკმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სტატიის ავტორი
-