ოლიმპიადა | ფეხბურთი – ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

მეოთხედფინალური ეტაპის დაძლევა ესპანეთმა (კოტ-დ’ივიუარის წინააღმდეგ), იაპონიამ (ახალი ზელანდიის წინააღმდეგ), ბრაზილიამ (ეგვიპტის წინააღმდეგ) და მექსიკამ (სამხრეთ კორეის წინააღმდეგ) შეძლეს.

შედეგად, ნახევარფინალში ესპანეთი იაპონიას შეხვდება, ბრაზილია კი – მექსიკას. ორივე ნახევარფინალური შეხვედრა სამშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება.

მეოთხედფინალური მატჩების შედეგები:

ესპანეთი 5-2 (2-2 ძ.დ) კოტ-დ’ივუარი

იაპონია 4-2 (პ.ს) ახალი ზელანდია

ბრაზილია 1-0 ეგვიპტე

სამხრეთ კორეა 3-6 მექსიკა


ოლიმპიადა | ფეხბურთი – ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

სტატიის ავტორი
-