ოფიციალურად: ანანიძე როტორის ფეხბურთელია

ჯანო ანანიძე კვლავ რუსეთში დაბრუნდა – ქართველი ფეხბურთელი კარიერას “როტორში” გააგრძელებს.

ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს რუსული კლუბი, რომლის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების წევრმა 1 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში ჯანოსა და “სპარტაკის” მრავალწლიანი ურთიერთობა დასრულდა, რის შემდეგადაც გარკვეული პერიოდი ანანიძემ “ანორთოსისში” გაატარა.

რაც შეეხება “როტორს”, ვოლგოგრადის გუნდი რუსეთის უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა.

 

ოფიციალურად: ანანიძე როტორის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-