ოფიციალურად: ბენჟამინ მენდი ფეხბურთს უბრუნდება – ფრანგი სამშობლოში ითამაშებს

2-წლიანი სასამართლო პროცესისა და სექსუალური სკანდალის შემდეგ, ბენჟამინ მენდი ფეხბურთს უბრუნდება.

29 წლის მარცხენა მცველი, რომელთანაც “მანჩესტერ სიტიმ” კონტრაქტი გაწყვიტა, სამშობლოში ბრუნდება და საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

ამიერიდან, ბენჟამინ მენდი ლიგა 1-ის წარმომადგენელი “ლორიენის” ფეხბურთელი გახდება, რომელთანაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბში 5-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ბენჟამინ მენდი რამდენიმე დღის წინ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, მას ბრალად 7 ქალის გაუპატიურება ედებოდა.

ოფიციალურად: ბენჟამინ მენდი ფეხბურთს უბრუნდება – ფრანგი სამშობლოში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-