ოფიციალურად – ბრაზილიისა და არგენტინის მატჩი გადაიდო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის გადაიდო. ინფორმაცია კონმებოლმა ოფიციალურად დაადასტურა.

მატჩი მე-4 წუთზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისა (Anvisa) და პოლიციის მოედანზე შესვლის გამო შეწყდა. მომხდარის გამო, არგენტინელმა ფეხბურთელებმა სტადიონის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ბრაზილიაში ეჭვობენ, რომ ,,ალბისელესტეს” 4-მა ფეხბურთელმა – ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ, ჯოვანი ლო სელსომ და კრისტიან რომერომ ქვენის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. Anvisa-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიაში ჩასულმა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, ზემოხსენებულმა ფეხბურთელებმა კი ოფიციალურ პირებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს, სადაც აცხადებდნენ, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთში არ უმოგზაურიათ.

ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ პოლიციას მიმართა, რათა არგენტინელები სასტუმროში დაეკავებინათ, თუმცა სამართალდამცველებს სასტუმროში მისვლისას ფეხბურთელები არ დახვდათ.


ოფიციალურად – ბრაზილიისა და არგენტინის მატჩი გადაიდო

სტატიის ავტორი
-