ოფიციალურად: დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

“დინამო თბილისის” ღირსებას 27 წლის განელი ფორვარდი კვამე კარიკარი დაიცავს.

კარიერის პირველი 4 წელი კარიკარიმ შვედურ “აიკში” გაატარა. ამ გუნდთან ერთად UEFA-ს ევროპა ლიგაზეც იასპარეზა, სადაც “ცსკა”-სა და “პსვ”-ს გოლკიპერთა დამწუხრებაც მოასწრო. განელ ფორვარდს ნათამაშები აქვს ასევე თურქეთში, უკრაინასა და ყატარში, ბოლოს კი ბაქოს “ნეფთჩიში” გამოდიოდა.

ახალწვეულმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც “დინამო თბილისმა” ხელშეკრულება 1 წელს + 1 წელი შესაძლებლობით გაუფორმა.

ოფიციალურად: დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა 1

ოფიციალურად: დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

სტატიის ავტორი
-