ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰაგი აიაქსს 2022 წლამდე გაწვრთნის

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია, “აიაქსმა” ოფიციალურად დაადასტურა.

ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰაგი აიაქსს 2022 წლამდე გაწვრთნის 1

49 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი 2017 წლიდან იკავებს “აიაქსის” მთავარი მწვრთნელის პოსტს. მისი მოღვაწეობის პერიოდში, ამსტერდამელები ერთხელ გახდნენ ჰოლანდიის ჩემპიონები და ერთხელ დაეუფლნენ ჰოლანდიის KNVB თასს. ტენ ჰაგის გაწვრთნილმა “აიაქსმა” 2018/19 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით იასპარეზა და “რეალისა” და “იუვენტუსის” ბარიერის გადალახვა შეძლო. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში კი “ტოტენჰემთან” დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰაგი აიაქსს 2022 წლამდე გაწვრთნის

სტატიის ავტორი
-