კლუბები ფასზე შეთანხმდენენ – არტური იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება

Ინფორმაცია რომელიც ევროპულ პრესაში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ოფიციალურად დადასტურდა – ტურინის “იუვენტუსმა” “ბარსელონასთან” არტურ მელოს სატრანსფერო ფასი შეათანხმა.

ბრაზილიელი ნახევარმცველი “ბებერ ქალბატონს” 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

უკვე ცნობილია 23 წლის ფეხბურთელის ანაზღაურებაც, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს შეადგენს.

არტური “ბლაუგრანაში” 2018 წლის ივლისში გადავიდა და კატალონიურ გრანდთან ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

ფოტო: დინამო თბილისი/თამარ ჯიშკარიანი

კლუბები ფასზე შეთანხმდენენ – არტური იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება

სტატიის ავტორი
-