ოფიციალურად: კეჰილი კარიერას კრისტალ პალასში გააგრძელებს

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გარი კეჰილი კარიერას “კრისტალ პალასში” გააგრძელებს.

ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა “არწივებთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ კეჰილმა “ჩელსი” გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

33 წლის ფეხბურთელი ლონდონელთა შემადგენლობაში 2012 წელს “ბოლტონიდან” გადავიდა, რა დროშიც 8 ტიტულის მოპოვება მოახერხა.

გარი კეჰილმა “ჩელსის” მაისურით 290 მატჩი ჩაატარა და 25 ბურთი გაიტანა.

ოფიციალურად: კეჰილი კარიერას კრისტალ პალასში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-