ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” კაპიტანი – ლეო მესი, ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას, რომელსაც “ბარსელონა” “ეიბარის” წინააღმდეგ გამართავს, გამოტოვებს.
ეს ინფორმაცია “ბარსელონას” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა და მიზეზში კი წერია, რომ მესიმ მთავარი მწვრთნელის ნებართვით არ ივარჯიშა და “ეიბარის” წინააღმდეგ არ ითამაშებს. დასვენების მთავარი მიზეზი კი, კოპა ამერიკისთვის კარგ ფორმაში ყოფნა და მცირედი დასვენება ესაჭიროება.
LATEST NEWS | Leo #Messi is not training today with the coach’s permission and will not play against Eibar pic.twitter.com/ak3F5W527x
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 21, 2021
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირი გახდა, მის ანგარიშზე 30 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.