ოფიციალურად: ლუკაკუ ინტერში გადადის

ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, მილანის “ინტერში” გადადის – ლუკაკუს აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ, საკუთარ Instagram-ზე კერძო თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იუწყება, რომ ლუკაკუსთან ერთად მილანის მიმართულებით მიფრინავს.

მიმდინარე სატრასნფერო პერიოდში, ლუკაკუ “ინტერის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. “ლუკაკუ ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს,” განაცხადა კონტემ.

“ინტერთან” ერთად, ლუკაკუს შეძენა “იუვენტუსსაც” სურდა. ტურინულ გუნდს ტრანსფერში პაოლო დიბალას ჩართვა სურდა, თუმცა არგენტინელმა “მანჩესტერისგან” მნიშვნელოვნად გაზრდილი ანაზღაურება მოითხოვა, რასაც “წითელი ეშმაკები” არ დათანხმდნენ.

იტალიური მედიის თანახმად, ლუკაკუს სანაცვლოდ “ინტერი” £73 მილიონს გადაიხდის.

 

 

ოფიციალურად: ლუკაკუ ინტერში გადადის

სტატიის ავტორი
-