ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე “მანჩესტერ სიტიმ” პრემიერ ლიგის ტიტული გაინაღდა.
დღეს გამართულ შეხვედრაში პეპ გვარდიოლას გუნდის უახლოესი მდევარი “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერთან” 1:2 დამარცხდა. 35 ტურის შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა 10 ქულა გახდა, რითაც “წითელ ეშმაკებს” პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩათ.
“სიტი” ინგლისის ჩემპიონი ისტორიაში მეშვიდედ გახდა. ბოლოს “ქალაქელებმა” თასი 2 წლის წინ აღმართეს.
შეგახსენებთ, რომ ეს მანჩესტერული გუნდისთვის მიმდინარე სეზონში მე-2 ტიტულია. “სიტიმ” ინგლისის ლიგის თასი “ტოტენჰემის” დამარცხებით მოიგო. პეპ გვარდიოლამ ინგლისში გადაბარგებიდან 7 წელში უკვე მე-10 ტიტული მოიპოვა.
#ManCity | https://t.co/axa0klD5re pic.twitter.com/5T678GGPnO
— Manchester City (@ManCity) May 11, 2021