ოფიციალურად: მარკო ასენსიო პსჟ-ს ფეხბურთელია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის შემტევმა – მარკო ასენსიომ, მადრიდული კლუბი 9-წლიანი კარიერის შემდეგ ოფიციალურად დატოვა და ახალი სეზონიდან მას ახალ კლუბში, კერძოდ კი “პსჟ”-ში ვიხილავთ.

მარკო ასენსიომ “პსჟ”-სთან კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა, რის მიხედვითაც იგი კლუბში 2026 წლის ჩათვლით დარჩება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარიზულმა კლუბმა ესპანეთის ნაკრების შემტევი სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

ოფიციალურად: მარკო ასენსიო პსჟ-ს ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-