ოფიციალურად: მატიჩი რომას ფეხბურთელია

ნემანია მატიჩი კარიერას “რომაში” გააგრძელებს. ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

სერბი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მატიჩს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი ახლახანს ამოეწურა.

ცნობილია, რომ მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ მატიჩი მოურინიოს საყვარელი ფეხბურთელია. ნემანიასთან ერთად პორტუგალიელს ჯერ “ჩელსიში”, შემდეგ კი “იუნაიტედში” უმუშავია.

ახალ გუნდში მატიჩი 21-ნორმიანი მაისურით იასპარეზებს.

33 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედში” 32 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ოფიციალურად: მატიჩი რომას ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-