ოფიციალურად – მიქაუტაძემ მეცთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგძლივა

გიორგი მიქაუტაძემ “მეცთან” ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა – აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 20 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში იჯარის წესით ბელგიის მე-2 ლიგაში, “სერენის” რიგებში ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ახლახანს ვილი სანიოლის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო და ქართული პასპორტიც მიიღო.

გიორგი მომდევნო სეზონიდან “მეცს” ლიგა 1-ში შეუერთდება. აქვე გეტყვით, რომ ფრანგული კლუბი 28 ტურის შემდეგ მოპოვებული 41 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროტურნირების ზონას 3 ქულით ჩამორჩება.

ოფიციალურად – მიქაუტაძემ მეცთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგძლივა

სტატიის ავტორი
-