ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული 18 თვის შემდეგ, პოჩეტინოს ახალი სამსახურის მოძებნა მოუწევს.
ფრანგულ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება სურს. არგენტინელის ერთ-ერთ შემცვლელად ზინედინ ზიდანიც სახელდებოდა. პოჩეტინომ “პსჟ” გასული წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1, თასი და სუპერთასი მოიგო.
OFFICIAL: PSG fire head coach Mauricio Pochettino after 18 months in charge pic.twitter.com/v1lUPb4Z2I
— B/R Football (@brfootball) July 5, 2022
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა ახალი მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გახდება, რომელიც ბოლოს “ნიცაში” მუშაობდა.