რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონამ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა. ამჯერად მათი ახალი შენაძენი 21 წლის ჰოლანდიელი – ფრენკი დე იონგია, რომელიც “აიაქსის” ღირსებას იცავდა.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ბარსელონას” 1 ივლისს შეუერთდება. მან ესპანურ გრანდთან 5 წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. ესპანურმა კლუბმა ახალგაზრდა ჰოლანდიელში 75 მილიონი ევრო გადაიხადა.
OFFICIAL: Frenkie de Jong will join Barcelona on July 1 in a five-year deal up to €86 million 📝 pic.twitter.com/RUT0OhqvKf
— B/R Football (@brfootball) January 23, 2019
დე იონგს “აიაქსი” 65 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო.
მისი შეძენა სხვადასხვა გუნდს სურდა მათ შორის “პსჟ”-სა და “მანჩესტერ სიტის” (იხ. სტატია)