ოფიციალურად: რაფინია ბარსელონას ფეხბურთელია

კატალონიის “ბარსელონამ” 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი – რაფინია შეიძინა. ინფორმაცია “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

“ბარსელონასა” და “ლიდსს” შორის შეთანხმება მიღწეულია. 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის – რაფინიას ტრანსფერი დახურულია. მოხარულები ვართ, რომ მოგახსენოთ შემდეგი ინფორმაცია: რაფინია ბარსელონაში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელს რამდენიმე საათში მოაწერს და კლუბში 2027 წლამდე დარჩება. “ლიდსი” ტრანსფერიდან €58 მილიონ ევროს მიიღებს.

რაფინია “ლიდსში” 2020 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 67 მატჩი ჩაატარა და თავი გოლით 17-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 12-ჯერ გამოიჩინა.

ოფიციალურად: რაფინია ბარსელონას ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-