პაულო დიბალა “რომას” ღირსებას დაიცავს. გაფორმებული ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია “ჯალოროსიმ” ოფიციალურად დაადასტურა.
რომაული კლუბის Twitter-ის გვერდზე პოსტი გავრცელდა, რომელშიც არგენტინელი ვარსკვლავი 21-ნომრიანი მაისურით პოზირებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიბალა ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიან მაისურს მოირგებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაულო დიბალამ რომაულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და “რომას” ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, არგენტინელი ფორვარდი ყოველწლიურად €6 მილიონს მიიღებს.
️ | Paulo Dybala
Welcome to the Giallorossi! #ASRoma | @PauDybala_JR pic.twitter.com/jW3EEnz0m1
— AS Roma English (@ASRomaEN) July 20, 2022
შეგახსენებთ, “იუვენტუსის” რიგებში გატარებული 7 სეზონის განმავლობაში, დიბალამ ყველა ტურნირზე 293 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 115 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელმა ვარსკვლავმა “ბიანკონერი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.