ოფიციალურად: “საბურთალო” ზაგრებში ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებს!

“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე ზაგრების “დინამო” იქნება, რომელიც ხორვატიის ოცგზის ჩემპიონია.

ზაგრების “დინამოს” სტადიონი – მაქსიმირი, რომელზეც 35,123 ადამიანი ეტევა, “საბურთალოსთან” მატჩის დროს ცარიელი იქნება. მიზეზი კი შემდეგია – ხორვატები UEFA-მ ევროპა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის დროს, მასპინძელ ქომაგთა რასისტული შეძახილებისა გამო დასაჯა, რომელმაც თამაშს და ფეხბურთელებს ხელი შეუშალა.

UEFA-მ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 1 აპრილს მიიღო.

“საბურთალოსა” და ზაგრების “დინამოს” პირველი მატჩი 23 ივლისს თბილისში, ხოლო 30 ივლისს ზაგრებში გაიმართება.

ოფიციალურად: “საბურთალო” ზაგრებში ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებს!

სტატიის ავტორი
-