ოფიციალურად | შოტლანდიის ნაკრები მუხლის მოდრეკის ცერემონიალს არ შეასრულებს

შოტლანდიის ნაკრებმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გუნდის მოთამაშეებმა მატჩის წინ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადეს, თუმცა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ისინი არ წყვეტენ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ფეხბურთელებთან ერთად უნდა განეხილა. შედეგად კი გადაწყდა, რომ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის წინ, უემბლიზე, შოტლანდიელები ინგლისელების მსგავსად არ მოიქცევიან.

კლარკის შეფასებით, ერთ დროს აღნიშნული გზავნილი საკმაოდ მკაფიო და ემოციური იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, მას მუხტი მოაკლდა და სათქმელს აღარ ამბობს. მისივე თქმით, შოტლანდიის ნაკრები მზად არის, მიიღოს ნებისმიერ აქტივობაში მონაწილეობა, რომელიც რასიზმს დაუპირისპირდება.

განცხადება შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა, ენდი რობერტსონმაც გააკეთა: “რაზისმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ თემასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, საჭიროა ამ პრობლემაზე საუბარი და მეტი ტოლერანტობის გამოჩენა იმისთვის, რომ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოვახდინოთ”, – აღნიშნა მან.

ოფიციალურად | შოტლანდიის ნაკრები მუხლის მოდრეკის ცერემონიალს არ შეასრულებს

სტატიის ავტორი
-