ოფიციალურად: სიტიმ თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გააკეთა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, როდრიგო ერნანდესი კარიერას მანჩესტერ “სიტიში” გააგრძელებს.

პეპ გვარდიოლას გუნდმა 23 წლის ესპანელის გამოსასყიდი თანხა – 62.8 მილიონი ევრო გადაიხადა.

როდრი კი “სიტის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზის “ლესტერიდან” “სიტიში” 60 მილიონიან ტრანსფერს მცირედით აჯობა.

როდრი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია, “ატლეტიკოში” 47 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ესპანელმა “ვილიარეალის” მაისური 84-ჯერ მოირგო.

ოფიციალურად: სიტიმ თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გააკეთა

სტატიის ავტორი
-