ოფიციალურად: ტიაგო სილვა ჩელსის ფეხბურთელია 

ტიაგო სილვა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია – ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “არისტოკრატებმა” ოფიციალურად დაადასტურეს.

ლურჯებბის” ვებ-გვერდის მეშვეობით ვიგებთ, რომ ცენტრალურმა მცველმა, რომელიც გუნდში ფრენკ ლამპარდის ავტორიტეტის დამსახურებით მივიდა და რომელიც ინგლისელის მეხუთე ტრანსფერია, კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტიაგო სილვა “პსჟ-ში” 2012 წელს, “მილანიდან” გადაბარგდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 315 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. მან კლუბთან ერთად 25 ტიტული მოიგო, მათ შორის 7-ჯერ საფრანგეთის ლიგა 1, ახლა კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

 

ოფიციალურად: ტიაგო სილვა ჩელსის ფეხბურთელია 

სტატიის ავტორი
-