სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “იუვენტუსსა” და “ტოტენჰემს” შორის ორი ტრანსფერი შედგა.
ტურინულმა გუნდმა დეიან კულუშევსკი და როდრიგო ბენტანკური პრემიერ ლიგაში გაუშვა.
UFFICIALE | Dejan #Kulusevski passa al Tottenham @SpursOfficial.
Grazie di tutto e buona fortuna, Dejan 🏹
— JuventusFC (@juventusfc) January 31, 2022
ოფიციალური ინფორმაციით, ბენტანკურის სანაცვლოდ “ტოტენჰემმა” 25 მილიონი ევრო გადაიხადა, მასთან 4 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. რაც შეეხება შვედ ვინგერს, ის “სპურსში” სეზონის ბოლომდე, იჯარით ითამაშებს.
UFFICIALE | Rodrigo #Bentancur passa al Tottenham @SpursOfficial.
Grazie di tutto e buona fortuna, Rodrigo 💪🏻
— JuventusFC (@juventusfc) January 31, 2022
კულუშევსკის “იუვენტუსის” რიგებში 74 მატჩი აქვს ჩატარებული, მან 9 გოლის გატანა მოახერხა. ბენტანკური – ურუგვაელი ნახევარმცველი “ბებერ ქალბატონებს” 2017 წელს, “ბოკა ხუნიორსიდან” შეუერთდა.