ოფიციალურად: ვიქტორ ვალდესი ბარსელონაში დაბრუნდა

“ბარსელონას” ლეგენდარული მეკარე, ვიქტორ ვალდესი კლუბში დაბრუნდა.

ვეტერანი მეკარე “ბარსელონას” 19 წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

“ბარსელონას” 19 წლამდე გუნდი პრე სეზონს 29 ივლისს დაიწყებს. პირველ მატჩს კი 27 აგვისტოს გამართავს, ახალ, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე.

ვიქტორ ვალდესი “ბარსელონაში” 2002-14 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში 535 თამაშის ჩატარება მოასწრო. კარიერა კი 2017 წელს “მიდლსბროში” დაასრულდა.

ოფიციალურად: ვიქტორ ვალდესი ბარსელონაში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-