ოფიციალურად – ოლივიე ჟირუ კარიერას მილანში გააგრძელებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ კარიერას ,,მილანში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,როსონერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

იტალიური პრესის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა ,,მილანთან” 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფრანგი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჟირუს ბოლო გუნდი ლონდონის ,,ჩელსი” იყო, სადაც ფორვარდმა გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.


ოფიციალურად – ოლივიე ჟირუ კარიერას მილანში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-