ოფიციალურად: ჟუტგლამ ბარსელონა დატოვა

“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი ფერან ჟუტგლა კარიერას “ბრიუგეში” გააგრძელებს.

23 წლის ესპანელის ტრანსფერი ბელგიურ კლუბს ხუთი მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ “ბლაუგრანა” ჟუტგლას შემდეგი ტრანსფერიდან, თანხის 10%-ს მიიღებს.

ჟუტგლა კატალონიურ კლუბში გასულ წელს გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ფერანმა ” ბარსელონას” ძირითად გუნდში ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

“ბრიუგე” გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონი გახდა და 2022/23 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

 

ოფიციალურად: ჟუტგლამ ბარსელონა დატოვა

სტატიის ავტორი
-