ოფიციალურად: ბარსელონას დროებითი მწვრთნელი ცნობილია

რონალდ კუმანის დრო “ბარსელონაში” ამოიწურა: წარუმატებელი შედეგებისა და უსახური ფეხბურთის ფონზე, ნიდერლანდელი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

კუმანმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება, 2020/21 წლების სეზონში გუნდის რეაბილიტაცია ვერ შეძლო. მისი გათავისუფლების საბაბი მადრიდის “რეალთან” და “რაიო ვალეკანოსთან” ზედიზედ განცდილი 2 მარცხი გახდა. შედეგად, ამ მომენტისთვის, კატალონიური გუნდი თავისთვის უჩვეულო, მე-9 პოზიციას იკავებს.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” დროებით მწვრთნელად – სერხი ბარხუანი დაინიშნა.

სერხი ბარხუანი “ბარსელონას” მეორე გუნდის, “ბარსელონა” B-ს მთავარი მწვრთნელი იყო.

ესპანური მედიის მტკიცებით, რონალდ კუმანს ესპანელი ხავი ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად ყატარულ “ალ სადს” წვრთნის. “ბლაუგრანას” ლეგენდას ყატარში შესანიშნავი შედეგები აქვს – მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2 წელიწადში 7 ტიტული მოიგო.

 

ოფიციალურად: ბარსელონას დროებითი მწვრთნელი ცნობილია

სტატიის ავტორი
-