ორშაბათს ყველანი ვარჯიშზე! – კალიარი რეკომენდაციებს არ ემორჩილება

“კალიარის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი სრულფასოვან ფუნქციონირებას 23 მარტს გააგრძელებს.

მიუხედავად მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიისა და შეჩერებული სპორტული ღონისძიებებისა, იტალიური კლუბი წესებს არ ემორჩილება და ორშაბათს სრულ ვარჯიშსაც ჩაატარებს.

“კალიარი” ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება, თუმცა საქმეში არ ჩავერთვებიან ახალგაზრდული გუნდები.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში საფეხბურთო სეზონი 3 აპრილამდე არ განახლდება.

“კალიარი” სერია A-ში 32 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

ორშაბათს ყველანი ვარჯიშზე! – კალიარი რეკომენდაციებს არ ემორჩილება

სტატიის ავტორი
-