“ოსიმენი სასტუმროში გამოკეტეს” – როგორ დაითანხმეს ნიგერიელი ნაპოლიში ტრანსფერზე?

“ნაპოლის” სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯიუნტიოლის ყოფილი თანამშრომელი, ჯანდომინიკო კოსტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ნაპოლიმ” 2020 წელს, ვიქტორ ოსიმენის დამატების მიზნით ნიგერიელი თავდამსხმელი სამი დღით სასტუმროში გამოკეტა.

“ოსიმენის დამატება ჯუნტოლის ყველაზე დიდი შედევრია. ის სამი დღით სასტუმროში იყო გამოკეტილი. ჯუნტოლიმ იცოდა, რომ “ლივერპული” იყო დაინტერესებული და იურგენ კლოპმა თავისი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ კრისტიანო ოსიმენს სასტუმროში სამი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა, სანამ არ დაარწმუნა, რომ მიეღო “ნაპოლის” შემოთავაზება.

ის სავსე იყო ენერგიით. ჯუნტოლი არის რეჟისორი, რომელიც დღეში 100-ჯერ დაგირეკავს. ის ვიქტორს ძალიან კარგად იცნობდა, “შარლეროაშიც” კი თვალს ადევნებდა”, – თქვა ჯანდომენიკო კოსტიმ, რომელიც “ნაპოლიში” 2018-21 წლებში მუშაობდა.

24 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, 33-წლიანი პაუზის შემდეგ ნეაპოლელების რიგით მესამე სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ, “ნაპოლიში” ჩატარებულ 98 შეხვედრაში 56 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

“ოსიმენი სასტუმროში გამოკეტეს” – როგორ დაითანხმეს ნიგერიელი ნაპოლიში ტრანსფერზე?

სტატიის ავტორი
-