პარაზიტის რეჟისორი: “ჩემს უკანასკნელ სადილზე დე ბრუინს დავპატიჟებდი”

ოსკაროსანი ფილმის, “პარაზიტის” რეჟისორმა, ბონგ ჯუნ-ჰომ, Reddit-ზე დასმულ კითხვაზე, თუ ვის დაპატიჟებდა იგი თავისი ცხოვრების უკანასკნელ სადილზე, საინტერესო პასუხი გასცა. სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა დაასახელა 5 ადამიანი, რომელიც მისთვის გამორჩეული ადამიანები არიან.

“ჰიჩკოკი, იუნა კიმი, კევინ დე ბრუინე, მარტინ სკორსეზე და ჯიმი პეიჯი,” – ასეთი იყო ბონგ ჯუნ-ჰოს პასუხი, რომლის ფილმიც 2020 წლის ოსკარების ტრიუმფატორი გახდა.

ბონგ ჯუნ-ჰოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნიშნით შეარჩია აღნიშნული ადამიანები და შეიძლება ითქვას, რომ Reddit-ის მომხმარებლებისთვის, სიაში ყველაზე მოულოდნელი სწორედ ბელგიელი ფეხბურთელის ხილვა გამოდგა.

საინტერესო ფაქტია, რომ “პარაზიტში” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მეტსახელი კევინია.

 

პარაზიტის რეჟისორი: “ჩემს უკანასკნელ სადილზე დე ბრუინს დავპატიჟებდი”

სტატიის ავტორი
-