პარი სენ ჟერმენმა ლუკას ერნანდესი გაიფორმა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ლუკას ერნანდესი კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში” გააგრძელებს.

პარიზული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა ,,პსჟ-სთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

,,ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ! ,,პსჟ-ში გადმოსვლას დიდი ხანია ველი და საბოლოოდ ეს მოხდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ,” – განაცხადა ერნანდესმა.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ,,პარი სენ ჟერმენმა” მცველის სანაცვლოდ ,,ბაიერნს” 50 მილიონ ევრომდე გადაუხადა.

გასულ სეზონში ერნანდესმა ,,რეკორდმაისტერის” მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

https://twitter.com/PSG_inside/status/1678011308505980928

პარი სენ ჟერმენმა ლუკას ერნანდესი გაიფორმა

სტატიის ავტორი
-