პასკალ სტრუიკის პირველი კომენტარი ლივერპულთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ

პრემიერ ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ლიდსი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. “ელანდ როუდზე” გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების მიუხედავად, “ლივერპულის” ფეხბურთელებს საზეიმო განწყობა არ ჰქონიათ. შეხვედრის 67-ე წუთზე, პასკალ სტრუიკმა უხეში ვარდნა შეასრულა, რის შედეგადაც ჰარვი ელიოტმა კოჭი მოიტეხა. მერსისაიდული გრანდის ამომავალი ვარსკვლავის უმძიმესი ტრავმის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პასკალ სტრუიკმა დუმილი დაარღვია და ემოციური კომენტარი გააკეთა. სტრუიკმა ჰარვი ელიოტს მოუბოდიშა და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

“მატჩის დროს შესაძლოა ისეთი რამ მოხდეს, რასაც არავის ვუსურვებ. ჩემი ფიქრები ჰარვი ელიოტთანაა. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ და ვიმედოვნებ, რომ მოედანზე მალე გნახავ”, – აღნიშნა პასკალ სტრუიკმა.


პასკალ სტრუიკის პირველი კომენტარი ლივერპულთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ 1


პასკალ სტრუიკის პირველი კომენტარი ლივერპულთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ 2


ასევე იხილეთ: რეშფორდი, სტერლინგი და ლივერპულის ვარსკვლავები ჰარვი ელიოტის უმძიმეს ტრავმას გამოეხმაურნენ

პასკალ სტრუიკის პირველი კომენტარი ლივერპულთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ

სტატიის ავტორი
-