პატრიკ ვიეირამ პრემიერლიგის გუნდი ჩაიბარა

,,კრისტალ პალასის” ახალ მთავარ მწვრთნელად პატრიკ ვიეირა დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფრანგმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

,,ძალიან მიხარია, რომ პრემიერლიგაში დაბრუნებისა და ამ დიდებული გუნდის გაწვრთნის საშუალება მომეცა. იმედი მაქვს, ერთად წარმატებას მივაღწევთ,” – განაცხადა ვიეირამ.

პატრიკ ვიეირას სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ,,ნიუ იორკ სიტიში” დაიწყო. ბოლოს სპეციალისტი ფრანგულ ,,ნიცაში” მუშაობდა.


პატრიკ ვიეირამ პრემიერლიგის გუნდი ჩაიბარა

სტატიის ავტორი
-