“პენალტი განას ფეხბურთელმა ააცილა,  ჩემი ბრალი არ არის” – ლუის სუარესი

ურუგვაის თავდამსხმელი ლუის სუარესი ამბობს, რომ ბოდიშს არ მოიხდის მიზანმიმართული ხელით თამაშის გამო, რომელმაც განა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოაგდო.

12 წლის წინ, ლუის სუარესმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი რამ გააკეთა. მეტოქის დარტყმული თავდამსხმელმა კარის ხაზიდან გამოიტანა, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა. სუარესის ამ ქმედების შემდეგ, ურუგვაის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დომინიკ ადიიამ ვერ გაიტანა და მისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

"პენალტი განას ფეხბურთელმა ააცილა, ჩემი ბრალი არ არის" - ლუის სუარესი 1

როგორც მოგეხსენებათ, ეს ნაკრებები მომავალ ტურში კვლავ შეხვდებიან და ჯგუფიდან გასასვლელად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუის სუარესს ჟურნალისტმა ეს ყველაფერი შეახსენა და უთხრა, რომ განაში ეშმაკს ეძახიან. ამ ყველაფერზე ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

“ხელით ვითამაშე, მაგრამ პენალტი მე არ გამიფუჭებია. ბოდიშს მოვიხდიდი ვარდნა, რომ შემესრულებინა. ჩემი საქციელის გამო წითელი ბარათი დავიმსახურე, მაგრამ ის, რომ განამ პენალტი ვერ გაიტანა, ჩემი ბრალი არ არის. ის ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი გაუშვა, იგივეს გააკეთებდა. ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა, თუ როგორ დაარტყა მან თერთმეტმეტრიანი“.

"პენალტი განას ფეხბურთელმა ააცილა, ჩემი ბრალი არ არის" - ლუის სუარესი 2

განასა და ურუგვაის მომავალი დაპირისპირება ხვალ, 2 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიამრთება.

“პენალტი განას ფეხბურთელმა ააცილა, ჩემი ბრალი არ არის” – ლუის სუარესი

სტატიის ავტორი
-