პეპ გვარდიოლას და სიტის შვიდ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდათ 

“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

ესპანელ სპეციალისტს ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელშიც მისი გუნდი “სვიდონ თაუნის” წინააღმდეგ ითამაშებს.

როგორც COVID19-ზე ჩატარებულმა გამოკვლევის პასუხმა აჩვენა, 50 წლის მწვრთნელი და მისი ასისტენტი, ხუანმა ლილო ინფიცირებულები არიან.

ასევე ინფიცირებულია გუნდის კიდევ 21 წევრი, აქედან 14 პერსონალის წევრია, ხოლო 7 ფეხბურთელი, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

სვინდონში ​ გასამართ შეხვედრაში “სიტის” პეპ გვარდიოლას ასისტენტი როდოლფო ბორელი უხელმძღვანელებს.

პეპ გვარდიოლას და სიტის შვიდ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდათ 

სტატიის ავტორი
-