პეპე: ,,მიუღებელია, რომ ჩვენს მატჩში არგენტინელმა არბიტრმა იმსაჯა”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, პეპემ, მაროკოსთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,მას შემდეგ რაც გუშინ მოხდა, მიუღებელია, რომ დღეს ჩვენს მატჩში არგენტინელმა არბიტრმა იმსაჯა. მათი მეკარე სულ გაჩერებული იყო და შეხვედრას მხოლოდ 8 წუთი დაემატა. მათ შეუძლიათ ტიტული არგენტინას გადასცენ…

მეორე ტაიმში შანსები ვერ გამოვიყენეთ. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში უნდოდა, ჩვენ ვიყავით. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის საკმარისი ხარისხი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა,” – განაცხადა პეპემ.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში პორტუგალია მაროკოსთან 0:1 დამარცხდა.

მაროკოელთა მომავალი მეტოქე დღეს ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირებაში გაირკვევა.

https://twitter.com/relevo/status/1601626422266642433

პეპე: ,,მიუღებელია, რომ ჩვენს მატჩში არგენტინელმა არბიტრმა იმსაჯა”

სტატიის ავტორი
-