ფაბინიო 2020 წლამდე იუქმებს

ფაბინიოსთვის 2019 წელი დასრულებულია. ჩემპიონთა ლიგაზე, “ნაპოლისთან” მატჩში “ლივერპულის” ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

მერსესაიდული კლუბის სამედიცინო შტაბის ინფორმაციით, ბრაზილიელმა კოჭი დაიზიანა და მოედანს 8 კვირაში დაუბრუნდება.

შესაბამისად, ფაბინიო “ლივერპულს” 2020 წლამდე ვეღარ დაეხმარება. 26 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამოტოვებს “ზალცბურგთან”, პრემიერლიგაში კი საკმაო რაოდენობის შეხვედრები გაუცდება.

ფაბინიო 2020 წლამდე იუქმებს

სტატიის ავტორი
-