ფაბინიო ალ იტიჰადთან 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა
,,ლივერპულის” ნახევარმცველი, ფაბინიო საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,ალ იტიჰადი” ბრაზილიელის სანაცვლოდ ,,მერსისაიდელებს” 40 მილიონ ფუნტს უხდის. როგორც The Athletic-ი წერს, 29 წლის ფეხბურთელი არაბულ კლუბს 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ,,ალ იტიჰადმა” წელს უკვე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გაიფორმა – კარიმ ბენზემა და ნ’გოლო კანტე გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ, ჟოტას სანაცვლოდ […]
ცრემლიანი წასვლა | კაზემირო მადრიდის რეალს გამოემშვიდობა
“სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებულმა პუბლიკამ გუნდის ცოცხალი ლეგენდა, ბრაზილიელი კაზემირო გააცილა – მის წასვლას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან 18 ტიტულისა და 336 მატჩის შემდეგ, ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის “რეალიდან” წასვლა მარტივი არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, კაზემიროს ახალი გამოწვევების მიღება სურდა. ბრაზილიელით გაძლიერება “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოისურვა და მის სანაცვლოდ, მადრიდულ კლუბს, £70 მილიონი ($83 მლნ.) გადაურიცხა. რა […]
დარვინ ნუნიესი – პენალტების ბრწყინვალე შემსრულებელი | ლივერპულში სალაჰის მონოპოლია სრულდება?!
სოციალურ ქსელებში დარვინ ნუნიესის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმების ამსახველი ვიდეო კრებული გავრცელდა. კადრებში ნათლად ჩანს, რომ “ლივერპულის” ახალწვეული თერთმეტმეტრიან ნიშნულთან აუღელვებლად დგას და დარტყმის მომენტში, სიმშვიდისა და სიზუსტის იდეალურ ბალანსს იცავს. მერსისაიდული გრანდის მომავალი ვარსკვლავი “ალმერიასა” და “ბენფიკაში” პენალტებს 100%-იანი სიზუსტით ასრულებდა, თუმცა, იურგენ კლოპს მოჰამედ სალაჰის სახით, პენალტების იდეალური შემსრულებელი უკვე ჰყავს, რომ აღარაფერი […]
ედერსონი, ფაბინიო, ფირმინო, ტიაგო სილვა | FIFA-მ ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა
11-13 სექტემბერს გასამართი პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩები ბრაზილიელი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, FIFA-მ ის ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა, რომლებიც ინგლისურმა კლუბებმა ბრაზილიაში სათამაშოდ არ გაუშვეს. გაბრიელ ჟესუსი, ედერსონი, ალისონი, ფაბინიო, რობერტო ფირმინო, რაფინია, ფრედი და ტიაგო სილვა პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაულ ხიმენესი “ვულვზს” ვერ […]
ლივერპული – ბარნლი: მწვრთნელები და ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
კარაგერი: “ახალი მცველის გარეშე ლივერპული პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს”
“ლივერპულის” მცველის და ამჟამად Sky Sports-ის ანალიტიკოსის, ჯეიმი კარაგერის მოსაზრებით, “ლივერპული” პრემიერ ლიგის გამარჯვებული მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი გუნდი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებს. მიმდინარე სეზონში, ვირჯილ ვან დაიკმა და ჯო გომესმა მძიმე ტრავმები მიიღეს და მათთვის სეზონი დასრულებულია. პრობლემები ჰქონდა ჟოელ მატიპსაც და მეტიც, გარკვეული დროით უქმობა ცენტრალურ მცველად განმწესებულ ფაბინიოსაც […]
კლოპის დილემა – ექსპერიმენტული შემადგენლობა ლესტერის წინააღმდეგ?!
მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი – იურგენ კლოპი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. “ლივერპულს” ლიდერების უმრავლესობა ტრავმის გამო ვერ ეხმარება. როგორც მოგეხსენებათ, ვირჯილ ვან დაიკი “ლივერპულს” მთელი სეზონით გამოაკლდა. ნიდერლანდელმა მცველმა ჯვარედინი იოგების დაზიანების შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. ასევე დაშავებულია მეორე ცენტრალური მცველი ჯო გომესი. მერსისაიდელთა ლაზარეთს განაპირა მცველები, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ენდი რობერტსონიც შეუერთდნენ – თუმცა ამ […]
ვან დაიკს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა
“ლივერპულის” ინფორმაციით, ვირჯილ ვან დაიკს მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ჰოლანდიელმა მცველმა ჯვარედინი იოგის ტრავმა “ევერტონთან” გამართული მატჩისას, ჯორდან პიკფორდთან შეჯახებისას მიიღო. “ლივერპულის მცველს ოპერაცია ლონდონში წარმატებით ჩაუტარდა. გუნდის სამედიცინო შტაბის ჩართულობით, ვან დაიკი რეაბილიტაციის პროცესს სასწრაფოდ დაიწყებს” – აღნიშნულია განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ჰოლანდიელი მოედანს, თუმცა სავარაუდოა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ნახევარი წელი მაინც […]
კლოპი – ფაბინიოს ტრავმა ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში “ლივერპული” “მიდტიულანდს” დაუპირისპირდა. “ენფილდზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გამარჯვების მიუხედავად, მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი – იურგენ კლოპი, მორიგი დილემის წინაშე აღმოჩნდა. შეხვედრის 30-ე წუთზე, ფაბინიომ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ვირჯილ ვან დაიკის ტრავმის შემდეგ, ფაბინიოს დანაკლისი “ლივერპულს” ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა. მატჩის […]
თანამედროვეობის 10 საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი
ბრიტანულმა გამოცემა Daily Star ამჟამად, მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ლიდერობას მადრიდის “რეალის” და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი კაზემირო არავის უთმობს. სრული ათეული ასე გამოიყურება: 10. ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი/ბრაზილია) 9. აქსელ ვიტსელი (დორტმუნდის “ბორუსია”/ბელგია) 8. ნემანია მატიჩი (“მანჩესტერ იუნიატედი“/სერბეთი) 7. სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”/ესპანეთი) 6. ნგოლო კანტე (“ჩელსი”/საფრანგეთი) 5. როდრი (“მანჩესტერ სიტი”/ესპანეთი) 4. ფაბინიო (“ლივერპული”/ბრაზილია) […]