ფაბიო კანავარო იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფაბიო კანავარო ,,ბენევენტოს” მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

49 წლის სპეციალისტმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი პრეზენტაცია ხვალ, 22 სექტემბერს, შედგება.

,,ბენევენტო” წელს იტალიის სერია B-ში ასპარეზობს და 6 ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა.

კანავაროსთვის ეს პირველი ევროპული გუნდია. ლეგენდარული მცველი აქამდე ,,გუანჯოუს” (ჩინეთი), ,,ალ-ნასრის” (საუდის არაბეთი), ,,ტიანძინისა” (ჩინეთი) და ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ფაბიო კანავარო იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

სტატიის ავტორი
-