ფანები ბუფონს კარიერის დასრულებას სთხოვენ

მიუტევებელი შეცდომის დაშვების შემდეგ, “პარმას” ფანები ლეგენდარულ იტალიელ კიპერს კარიერის დასრულებას სთხოვენ.

44 წლის ჯიჯი ბუფონი, მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და “პარმასთან” ერთად სერია ბ-ში ასპარეზობს. იტალიის რანგით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატში, “პარმა” და ბუფონი არც ისე სახარბიელოდ ასპარეზობენ – “პერუჯას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კი ბუფონმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რომელსაც გაშვებული გოლი მოჰყვა.

ლეგენდარული იტალიელი კიპერის ასპარეზობით უკმაყოფილო ფანები სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ და ბუფონს ურჩევენ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

ფანები ბუფონს კარიერის დასრულებას სთხოვენ

სტატიის ავტორი
-