ფედერიკო ბერნარდესკიმ კარიერა, შესაძლოა, MLS-ში გააგრძელოს

ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი, ფედერიკო ბერნარდესკი MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა.

Espn-ის ჟურნალისტის, ტეილორ ტველმანის, ცნობით, იტალიელი, რომელიც ივნისის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კონტრაქტს ,,ტორონტოსთან” გააფორმებს.

ინფორმაცია ბერნარდესკის კანადურ კლუბში შესაძლო გადასვლაზე სარწმუნო იმიტომაც არის, რომ ,,ტორონტომ” უკვე ხელშეკრულება ორ იტალიელ ფეხბურთელთან – ლორენცო ინსინიესთან და დომენიკო კრიშიტოსთან გააფორმა.

ფედერიკო ბერნარდესკი ,,იუვენტუსში” 2017 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 28 წლის შემტევმა, ,,ბებერი ქალბატონების” მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.


ფედერიკო ბერნარდესკიმ კარიერა, შესაძლოა, MLS-ში გააგრძელოს

სტატიის ავტორი
-