ფეხბურთელების ასაკობრივი ზღვარი ოლიმპიადაზე 24 წლამდე გაიზარდა

მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის გამო, პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეწყდა ან გადაიდო. ცვლილება შეეხო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების განრიგსაც – ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ნაცვლად, 2021 წელს გაიმართება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, FIFA-მ წესდებაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება მიიღო და ოლიმპიადაზე მონაწილე ფეხბურთელთა ასაკობრივი ზღვარი 24 წლამდე გაზარდა. FIFA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე 16 ქვეყნის ნაკრებს ასევე შესაძლებლობა მიეცემა გუნდში იყოლიოს 3 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი ზღვარს (24 წელი) სცდება.

შეგახსენებთ, ტოკიოში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 16 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: არგენტინა, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, რუმინეთი, ახალი ზელანდია, ეგვიპტე, კოტ დ’ივუარი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა და მასპინძელი იაპონია.

ფეხბურთელების ასაკობრივი ზღვარი ოლიმპიადაზე 24 წლამდე გაიზარდა

სტატიის ავტორი
-